ქალაქი ოზურგეთი

ოზურგეთის განვითარების პროექტი

ოზურგეთის გენერალური გეგმის პროექტი აერთიანებს ქალაქის სივრცითი განვითარების ყველა ძირითად კომპონენტს — მიწათსარგებლობას, ფუნქციურ ზონირებას, მობილობას, საინჟინრო ინფრასტრუქტურას, მწვანე სივრცეებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ეკონომიკურ განვითარებასა და პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებს.

ოზურგეთი
3
პროექტის ეტაპი
4
გამოქვეყნებული სიახლე
17
ექსპერტი ჯგუფში
2026
პროექტის წელი
განყოფილებები

გაეცანი პროექტს

ოზურგეთის გენერალური გეგმა მზადდება სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს (SUDA) დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, „Livable Cities Investment Program (LCIP)“-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია ქალაქის მდგრადი, დაბალანსებული და გრძელვადიანი სივრცითი განვითარების დაგეგმვა, რაც მოიცავს მიწათსარგებლობისა და ფუნქციური ზონირების განსაზღვრას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მწვანე და რეკრეაციული სისტემების დაგეგმვას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებასა და პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეებისა და ადგილობრივი საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას დაგეგმვის ყველა ეტაპზე.

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორებისგან შემდგარი კონსორციუმი. CITYFÖRSTER Architecture + Urbanism (ნიდერლანდები) წარმოადგენს კონსორციუმის ლიდერს და პასუხისმგებელია პროექტის საერთო მართვასა და ურბანული დაგეგმვის პროცესზე. BAU Design (საქართველო) წარმოადგენს ადგილობრივ პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის კოორდინაციასა და ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის პროცესის განხორციელებას, ხოლო BCI Global (ნიდერლანდები) მონაწილეობს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო სტრატეგიისა და სივრცითი განვითარების ანალიზის მიმართულებით.

პროექტში ჩართულია საერთაშორისო და ადგილობრივი მრავალდისციპლინური გუნდი, რომელიც აერთიანებს ურბანული დაგეგმვის, არქიტექტურის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ეკონომიკის, GIS-ის, კულტურული მემკვიდრეობის, საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სამართლის სფეროს ექსპერტებს, სპეციალიზებულ პარტნიორ ორგანიზაციებს, მათ შორის Moby Mobility (მობილობისა და სატრანსპორტო დაგეგმვა), Address და STS- ს.

წამყვანი ექსპერტები

მარტინ სობოტა

გუნდის ხელმძღვანელი - CITYFÖRSTER

შიო დემეტრაშვილი

გუნდის ხელძღვანელის მოადგილე - ბაუ დიზაინი

შოთა მურღულია

ეკონომიკური განვითარების წამყვანი ექსპერტი

ტონი ბოში

ტრანსპორტისა და მობილობის ექსპერტი - მობი მობილითი

კახა ბახტაძე

გარემოს და კლიმატის ექსპერტი

ექსპერტები

არკენ დონკერსლოტი

რეგიონული ეკონომიკის განვითარების ექსპერტი

ვერონა ბრეჰმი

ურბანისტი, დიზაინერი

ანა გულისაშვილი

ურბანული დაგეგმარება

გიორგი მაისურაძე

ურბანისტი, დიზაინერი

ელისაბედ არჩუაძე

GIS სპეციალისტი

ცოტნე გიორგაძე

ინფრასტრუქტურის ექსპერტი

ლელა ხარიშვილი

ტურიზმის ექსპერტი

თათია ღვინერია

კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტი

ეკატერინე კევლიშვილი

მარკეტინგი და ბრენდინგი

ზურა ბერაძე

ტრანსპორტისა და მობილობის სპეციალისტი

ანა ნაცვლიშვილი

ურბანული დაგეგმარება

ნინო ჯინჯოლავა

დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის სპეციალისტი
ფაზა 1 - პირველადი შეხვედრა და კვლევის მიმოხილვა · დასრულდა

არსებული კვლევების შესწავლა, მონაცემების შეგროვება და სამუშაო გეგმის განსაზღვრა

პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელდა არსებული მონაცემებისა და კვლევების შეგროვება, საკვლევი ტერიტორიის პირველადი დათვალიერება, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები და ქალაქის ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე განისაზღვრა პროექტის სამუშაო გეგმა, მეთოდოლოგია და შემდგომი ფაზების განხორციელების საფუძველი.

ფაზა 2 - ხედვის ჩამოყალიბება · დასრულდა

ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება

ფაზის მიზანია ოზურგეთის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბება. პროცესი ეფუძნება კვლევის შედეგებს, ადგილობრივი საზოგადოების, მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო ცენტრალური ინსტიტუციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის შესახებ,

ფაზა 3 · მიმდინარე

კონცეფციის შემუშავება

ამ ეტაპზე მუშავდება ქალაქის სივრცითი განვითარების კონცეფცია, რომელიც განსაზღვრას ოზურგეთის განვითარების ძირითად სტრუქტურას და სივრცით ორგანიზების პრინციპეპს; აყალიბებს ფუნქციურ-სივრცით ჩარჩოს, განსაზღვრავს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, სტრატეგიულ პროექტებსა და ძირითად ინტერვენციებს. ამავე ეტაპზე კონცეფცია წარედგინება დაინტერესებულ მხარეებსა და საზოგადოებას განხილვისა და უკუკავშირის მისაღებად, რის შემდეგაც ხდება მისი საბოლოო დახვეწა. კონცეფცია საფუძვლად ედება გენერალური გეგმის მომზადებას და ქალაქის შემდგომი განვითარების დაგეგმვას.

ფაზა 4 · დაგეგმილი

გენერალური გეგმის მომზადება

სივრცითი კონცეფციის საფუძველზე მომზადდება ოზურგეთის გენერალური გეგმა. განისაზღვრება მიწათსარგებლობისა და ფუნქციური ზონირების პრინციპები, მობილობისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიმართულებები, საინჟინრო ინფრასტრუქტურის, მწვანე და რეკრეაციული სისტემების მოწყობის ხედვა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ქალაქის მდგრადი განვითარების ძირითადი გადაწყვეტილებები. გენერალური გეგმა შემუშავდება მოქმედი კანონმდებლობისა და სივრცითი დაგეგმვის სტანდარტების შესაბამისად.

პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტები · მიმდინარე

პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების ნუსხა

კონცეფციისა და გენერალური გეგმის ფაზების პარალელურად, მუშავდება პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების პაკეტი, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის განვითარებისათვის აუცილებელ პროექტებს, მათი განხორციელების ეტაპებს, პრიორიტეტებსა და პოტენციურ დაფინანსების წყაროებს.

ხედვა წარმოადგენს ოზურგეთის გრძელვადიანი განვითარების საერთო შეთანხმებას, რომელიც ეფუძნება კვლევის შედეგებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზს, ადგილობრივი საზოგადოების, მუნიციპალიტეტისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას. GOST-ის მეთოდოლოგიური ჩარჩოს საფუძველზე, ხედვა გარდაიქმნება ამოცანებად და შემდგომ სტრატეგიულ სცენარებად, რაც ქმნის საფუძველს ქალაქის მომავალი სივრცითი, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განვითარების თანმიმდევრული დაგეგმვისთვის.

ქალაქის სივრცითი განვითარების კონცეფცია, რომელიც განსაზღვრაზ ახალციხის განვითარების ძირითად სტრუქტურას და სივრცითი ორგანიზების პრინციპებს. აყალიბებს ფუნქციურ-სივრცით ჩარჩოს, განსაზღვრავს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, სტრატეგიული პროექტებს და ძირითად ინტერვენციებს. შემუშავებული კონცეფცია საფუძვლად ედება გენერალური გეგმის მომზადებას და ქალაქის შემდგომი განვითარების დაგეგმვას.

ოზურგეთის გენერალური გეგმა  განსაზღვრავს მიწათსარგებლობისა და ფუნქციური ზონირების პრინციპებს, მობილობისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიმართულებებს, საინჟინრო ინფრასტრუქტურის, მწვანე და რეკრეაციული სისტემების მოწყობის ხედვას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ქალაქის მდგრადი განვითარების ძირითადი გადაწყვეტილებებს. გენერალური გეგმა შემუშავდება მოქმედი კანონმდებლობისა და სივრცითი დაგეგმვის სტანდარტების შესაბამისად.

ეტაპი  იწყება კონცეფციის ფაზის დასრულების შემდეგ, შესაბამისად ინფორმაცია განახლდება გენერალური გეგმის მომზადების პარალელურად.

აქ განთავსდება გენერალური გეგმის ვიზუალი (სურათი ან ინტერაქტიული რუკა).
ოზურგეთში ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო
ოზურგეთი 12 ივნისი, 2026

ოზურგეთში ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო

ქალაქის მოსახლეობასთან ერთად განვიხილეთ გენერალური გეგმის პირველი ვერსია და მივიღეთ მნიშვნელოვანი უკუკავშირი.

წაიკითხე →
ოზურგეთის გენერალური გეგმის ფარგლებში ადგილობრივი საზოგადოების ხედვები და პრიორიტეტები შეჯამდა
ოზურგეთი 3 ივნისი, 2026

ოზურგეთის გენერალური გეგმის ფარგლებში ადგილობრივი საზოგადოების ხედვები და პრიორიტეტები შეჯამდა

ექსპერტთა ჯგუფმა ოფიციალურად დაიწყო ქალაქის სივრცული კონცეფციის მომზადება.

წაიკითხე →
ოზურგეთის გენერალური გეგმის ფარგლებში მრავალმხრივი დაინტერესებული მხარეების შეხვედრა გაიმართა
ოზურგეთი 20 მაისი, 2026

ოზურგეთის გენერალური გეგმის ფარგლებში მრავალმხრივი დაინტერესებული მხარეების შეხვედრა გაიმართა

წარვადგინეთ პროექტის ხედვა და განვითარების ეტაპები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

წაიკითხე →