ახალციხის გენერალური გეგმა
ახალციხის გენერალური გეგმის პროექტი აერთიანებს ქალაქის სივრცითი განვითარების ყველა ძირითად კომპონენტს — მიწათსარგებლობას, ფუნქციურ ზონირებას, მობილობას, საინჟინრო ინფრასტრუქტურას, მწვანე სივრცეებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ეკონომიკურ განვითარებასა და პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებს.

გაეცანი პროექტს
ახალციხის გენერალური გეგმა მზადდება სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს (SUDA) დაკვეთით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, „Livable Cities Investment Program (LCIP)“-ის ფარგლებში. პროექტის მიზანია ქალაქის მდგრადი, დაბალანსებული და გრძელვადიანი სივრცითი განვითარების დაგეგმვა, რაც მოიცავს მიწათსარგებლობისა და ფუნქციური ზონირების განსაზღვრას, სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მწვანე და რეკრეაციული სისტემების დაგეგმვას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებასა და პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების იდენტიფიცირებას. პროექტი ასევე ითვალისწინებს დაინტერესებული მხარეებისა და ადგილობრივი საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას დაგეგმვის ყველა ეტაპზე.
პროექტს ახორციელებს საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორებისგან შემდგარი კონსორციუმი. CITYFÖRSTER Architecture + Urbanism (ნიდერლანდები) წარმოადგენს კონსორციუმის ლიდერს და პასუხისმგებელია პროექტის საერთო მართვასა და ურბანული დაგეგმვის პროცესზე. BAU Design (საქართველო) წარმოადგენს ადგილობრივ პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის კოორდინაციასა და ადგილობრივ დონეზე დაგეგმვის პროცესის განხორციელებას, ხოლო BCI Global (ნიდერლანდები) მონაწილეობს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო სტრატეგიისა და სივრცითი განვითარების ანალიზის მიმართულებით.
პროექტში ჩართულია საერთაშორისო და ადგილობრივი მრავალდისციპლინური გუნდი, რომელიც აერთიანებს ურბანული დაგეგმვის, არქიტექტურის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ეკონომიკის, GIS-ის, კულტურული მემკვიდრეობის, საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და სამართლის სფეროს ექსპერტებს, სპეციალიზებულ პარტნიორ ორგანიზაციებს, მათ შორის Moby Mobility (მობილობისა და სატრანსპორტო დაგეგმვა), Address და STS- ს.
წამყვანი ექსპერტები
მარტინ სობოტა
გუნდის ხელმძღვანელი - CITYFÖRSTERშიო დემეტრაშვილი
გუნდის ხელძღვანელის მოადგილე - ბაუ დიზაინიშოთა მურღულია
ეკონომიკური განვითარების წამყვანი ექსპერტიტონი ბოში
ტრანსპორტისა და მობილობის ექსპერტი - მობი მობილითიკახა ბახტაძე
გარემოს და კლიმატის ექსპერტიექსპერტები
არკენ დონკერსლოტი
რეგიონული ეკონომიკის განვითარების ექსპერტივერონა ბრეჰმი
ურბანისტი, დიზაინერიანა გულისაშვილი
ურბანული დაგეგმარებაგიორგი მაისურაძე
ურბანისტი, დიზაინერიელისაბედ არჩუაძე
GIS სპეციალისტიცოტნე გიორგაძე
ინფრასტრუქტურის ექსპერტილელა ხარიშვილი
ტურიზმის ექსპერტითათია ღვინერია
კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიეკატერინე კევლიშვილი
მარკეტინგი და ბრენდინგიზურა ბერაძე
ტრანსპორტისა და მობილობის სპეციალისტიანა ნაცვლიშვილი
ურბანული დაგეგმარებანინო ჯინჯოლავა
დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის სპეციალისტიარსებული კვლევების შესწავლა, მონაცემების შეგროვება და სამუშაო გეგმის განსაზღვრა
პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელდა არსებული მონაცემებისა და კვლევების შეგროვება, საკვლევი ტერიტორიის პირველადი დათვალიერება, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები და ქალაქის ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე განისაზღვრა პროექტის სამუშაო გეგმა, მეთოდოლოგია და შემდგომი ფაზების განხორციელების საფუძველი.
ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება
ფაზის მიზანია ახალციხის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბება. პროცესი ეფუძნება კვლევის შედეგებს, ადგილობრივი საზოგადოების, მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო ცენტრალური ინსტიტუციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის შესახებ,
კონცეფციის შემუშავება
ამ ეტაპზე მუშავდება ქალაქის სივრცითი განვითარების კონცეფცია, რომელიც განსაზღვრას ახალციხის განვითარების ძირითად სტრუქტურას და სივრცით ორგანიზების პრინციპეპს; აყალიბებს ფუნქციურ-სივრცით ჩარჩოს, განსაზღვრავს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, სტრატეგიულ პროექტებსა და ძირითად ინტერვენციებს. ამავე ეტაპზე კონცეფცია წარედგინება დაინტერესებულ მხარეებსა და საზოგადოებას განხილვისა და უკუკავშირის მისაღებად, რის შემდეგაც ხდება მისი საბოლოო დახვეწა. კონცეფცია საფუძვლად ედება გენერალური გეგმის მომზადებას და ქალაქის შემდგომი განვითარების დაგეგმვას.
გენერალური გეგმის მომზადება
სივრცითი კონცეფციის საფუძველზე მომზადდება ახალციხის გენერალური გეგმა. განისაზღვრება მიწათსარგებლობისა და ფუნქციური ზონირების პრინციპები, მობილობისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიმართულებები, საინჟინრო ინფრასტრუქტურის, მწვანე და რეკრეაციული სისტემების მოწყობის ხედვა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ქალაქის მდგრადი განვითარების ძირითადი გადაწყვეტილებები. გენერალური გეგმა შემუშავდება მოქმედი კანონმდებლობისა და სივრცითი დაგეგმვის სტანდარტების შესაბამისად.
პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების ნუსხა
კონცეფციისა და გენერალური გეგმის ფაზების პარალელურად, მუშავდება პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების პაკეტი, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის განვითარებისათვის აუცილებელ პროექტებს, მათი განხორციელების ეტაპებს, პრიორიტეტებსა და პოტენციურ დაფინანსების წყაროებს.
ჩამოტვირთეთ ხედვა და სტრატეგიის დოკუმენტი
ხედვის დოკუმენტი წარმოადგენს ახალციხის გრძელვადიანი განვითარების საერთო შეთანხმებას, რომელიც ეფუძნება კვლევის შედეგებს, ადგილობრივი საზოგადოების, მუნიციპალიტეტისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას. მისი მიზანია ქალაქის მომავალი სივრცითი, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი განვითარების ერთიანი მიმართულების განსაზღვრა, რომელიც საფუძვლად დაედება კონცეფციის, გენერალური გეგმისა და შემდგომი განვითარების ეტაპებს.
ქალაქის სივრცითი განვითარების კონცეფცია, რომელიც განსაზღვრაზ ახალციხის განვითარების ძირითად სტრუქტურას და სივრცითი ორგანიზების პრინციპებს. აყალიბებს ფუნქციურ-სივრცით ჩარჩოს, განსაზღვრავს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, სტრატეგიული პროექტებს და ძირითად ინტერვენციებს. შემუშავებული კონცეფცია საფუძვლად ედება გენერალური გეგმის მომზადებას და ქალაქის შემდგომი განვითარების დაგეგმვას.
ახალციხის გენერალური გეგმა განსაზღვრავს მიწათსარგებლობისა და ფუნქციური ზონირების პრინციპებს, მობილობისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიმართულებებს, საინჟინრო ინფრასტრუქტურის, მწვანე და რეკრეაციული სისტემების მოწყობის ხედვას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ქალაქის მდგრადი განვითარების ძირითადი გადაწყვეტილებებს. გენერალური გეგმა შემუშავდება მოქმედი კანონმდებლობისა და სივრცითი დაგეგმვის სტანდარტების შესაბამისად.
ეტაპი იწყება კონცეფციის ფაზის დასრულების შემდეგ, შესაბამისად ინფორმაცია განახლდება გენერალური გეგმის მომზადების პარალელურად.

ახალციხეში ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება დაიწყო
2025 წლის 26 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტში გაიმართა ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების საწყისი შეხვედრა, რომლითაც პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო. პროექტს საქართველოს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების…
წაიკითხე →
ახალციხის გენერალური გეგმის ფარგლებში ადგილობრივი საზოგადოების ხედვები და პრიორიტეტები შეჯამდა
ექსპერტთა ჯგუფმა ოფიციალურად დაიწყო ქალაქის სივრცული კონცეფციის მომზადება.
წაიკითხე →
ახალციხის გენერალური გეგმის ფარგლებში მრავალმხრივი დაინტერესებული მხარეების შეხვედრა გაიმართა
წარვადგინეთ პროექტის ხედვა და განვითარების ეტაპები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.
წაიკითხე →