პროექტის ეტაპები
პროექტის სამუშაო ეტაპები და მათი მიმდინარეობა.
არსებული კვლევების შესწავლა, მონაცემების შეგროვება და სამუშაო გეგმის განსაზღვრა
პროექტის საწყის ეტაპზე განხორციელდა არსებული მონაცემებისა და კვლევების შეგროვება, საკვლევი ტერიტორიის პირველადი დათვალიერება, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები და ქალაქის ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე განისაზღვრა პროექტის სამუშაო გეგმა, მეთოდოლოგია და შემდგომი ფაზების განხორციელების საფუძველი.
ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება
ფაზის მიზანია ოზურგეთის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიული მიმართულებების ჩამოყალიბება. პროცესი ეფუძნება კვლევის შედეგებს, ადგილობრივი საზოგადოების, მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო ცენტრალური ინსტიტუციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის შესახებ,
კონცეფციის შემუშავება
ამ ეტაპზე მუშავდება ქალაქის სივრცითი განვითარების კონცეფცია, რომელიც განსაზღვრას ოზურგეთის განვითარების ძირითად სტრუქტურას და სივრცით ორგანიზების პრინციპეპს; აყალიბებს ფუნქციურ-სივრცით ჩარჩოს, განსაზღვრავს განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, სტრატეგიულ პროექტებსა და ძირითად ინტერვენციებს. ამავე ეტაპზე კონცეფცია წარედგინება დაინტერესებულ მხარეებსა და საზოგადოებას განხილვისა და უკუკავშირის მისაღებად, რის შემდეგაც ხდება მისი საბოლოო დახვეწა. კონცეფცია საფუძვლად ედება გენერალური გეგმის მომზადებას და ქალაქის შემდგომი განვითარების დაგეგმვას.
გენერალური გეგმის მომზადება
სივრცითი კონცეფციის საფუძველზე მომზადდება ოზურგეთის გენერალური გეგმა. განისაზღვრება მიწათსარგებლობისა და ფუნქციური ზონირების პრინციპები, მობილობისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიმართულებები, საინჟინრო ინფრასტრუქტურის, მწვანე და რეკრეაციული სისტემების მოწყობის ხედვა, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ქალაქის მდგრადი განვითარების ძირითადი გადაწყვეტილებები. გენერალური გეგმა შემუშავდება მოქმედი კანონმდებლობისა და სივრცითი დაგეგმვის სტანდარტების შესაბამისად.
პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების ნუსხა
კონცეფციისა და გენერალური გეგმის ფაზების პარალელურად, მუშავდება პრიორიტეტული საინვესტიციო პროექტების პაკეტი, რომელიც განსაზღვრავს ქალაქის განვითარებისათვის აუცილებელ პროექტებს, მათი განხორციელების ეტაპებს, პრიორიტეტებსა და პოტენციურ დაფინანსების წყაროებს.