ოზურგეთი 8 მაისი, 2026

ოზურგეთის სივრცითი განვითარების კონცეფციის შემუშავება Planning Lab-ის ფორმატში გაგრძელდა

10 ივლისი, ოზურგეთი – დღე II – დაგეგმვის ლაბორატორია (Planning Lab)

ვორკშოფი გაიმართა ოზურგეთის ტექნოლაბში. მონაწილეთა შემადგენლობა მოიცავდა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებსა და ქალაქში მოქმედ კერძო სექტორის პროფესიონალებს. შეხვედრის მიზანი იყო სივრცითი განვითარების კონცეფციის ძირითადი პრინციპების, განვითარების წინაპირობებისა და შესაძლო რისკების ერთობლივი განხილვა.

ვორკშოფი გაიხსნა იმავე ფორმატით, როგორც ახალციხეში. კონსულტანტმა მონაწილეებს დაუსვა გახსნილი კითხვა გენერალური გეგმის მთავარი გამოწვევების შესახებ, რის შემდეგაც თითოეულმა მონაწილემ დაასახელა, მისი შეფასებით, ქალაქის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა.

მეორე სამუშაო სესიაში მონაწილეები ორ ჯგუფად გადანაწილდნენ და საყრდენ გეგმაზე იმუშავეს კონცეპტუალური ზონირების სამუშაო რუკების შემუშავებაზე. ჯგუფებმა შეიმუშავეს განვითარების ალტერნატიული ხედვები და განსაზღვრეს სხვადასხვა ფუნქციური არეალის განვითარების პრინციპები.

შედეგების განხილვამდე კონსულტანტმა მონაწილეებს წარუდგინა ტაქტიკური ურბანიზმის მიდგომა და საერთაშორისო პრაქტიკის წარმატებული მაგალითები, რის საფუძველზეც გაიმართა დისკუსია ქალაქში მცირე მასშტაბის, სწრაფად განხორციელებადი სივრცითი ინტერვენციების პოტენციალის შესახებ.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს კონკრეტულ ტერიტორიებსა და განვითარების შესაძლებლობებზე, ხოლო მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა წარადგინა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი (რენდერი 1), რომელიც გამოყენებულ იქნა როგორც განხილვის პრაქტიკული მაგალით.

← ყველა სიახლე